თავდაპირველად ის იყო თხელი ლითონისგან დამზადებული ნემსკავი, რომლის საშუალებითაც მწიგნობრები პაპირუსის ქაღალდებზე ისტორიას ტვიფრავდნენ.  მოგვიანებით ტყვიის ფანქარი გაკეთდა, რომელიც არატოქსიკური გრაფიტისგან მომზადდა.

გრაფიტის მასობრივი გამოყენების შემდეგ 1564 წელს ინგლისში, დიდი გრაფიტის ანაბარი აღმოაჩინეს, რომელიც იყო ტყვიაზე მუქი ფერის, მინერალურად, დამუშავების გარეშე რბილი და მტვრევადი. თავდაპირველად გრაფიტის ჩხირი შეკრული იყო ზონარით, მოგვიანებით გრაფიტი ჩასვეს ხის ფორმაში, რის შემდეგაც დაიბადა ხის ფანქარი.

პირველი მასობრივი ფანქრების მწარმოებელი ქვეყანა გახლდა გერმანია 1662 წელს, ამერიკამ კი ფანქრების გამოშვება 1812 წლიდან დაიწყო. გაიხსნა ფანქრის მწარმოებელი ქარხნებიც, როგორებიც იყვნენ:  Faber Castell, Eberhard Faber, Eagle Pencil Company (later Berol) General Pencil Company.
უკვე 1890 წლიდან,  მასობრივად წარმოებულ ფანქარები ბრენდად ჩამოყალიბდა და ნეიმინგის მოთხოვნილება გაჩნდა.