საწერ კალმებს ხანგრძლივი ისტორია აქვს.  კაცობრიობამ იმდენი  საწერი კალამი გამოიგონა, რომ ვერცერთ კოლექციონერს ვერ ექნება სრული კოლექცია. მსოფლიოს ყველაზე  ძვირადღირებული კალმები შეზღუდული რაოდენობითაა და ის, ვინც მათ ფლობს, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ბედნიერ კოლექციონერად. ქვემოთ ამ კალმების ჩამონათვალია მოცემული. ისინი არა მხოლოდ საწერი ინსტრუმენტები არიან, არამედ ნამდვილი აკვიატებაა მდიდართათვის.

10. Tibaldi- ავტოკალამი, თეთრი ოქრო.

ფასი : $43,000

ეს საწერკალამი შეიქმნა საავტომობილო კომპანია  Bentley-სათვის.  საავტომობილო გიგანტმა შექმნა საკუთარი ხელნაკეთი კალმები მსოფლიოს საუკეთსო მდიდრული კალმების დიზაინერ, იტალიელ,  ტიბალდთან ერთად. გამჭვირვალე ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მელნის დონე. კალამს აქვს Bentley-ს ნიშანი , ხოლო ხელნაკეთი ჰალსტუხის ფორმის სამაგრი  მიანიშნებს ტიბალდის ხელწერას.

 9. Omas Fountain-ის ძვირადღირებული  კალმები

ფასი:$ 43,000 

ეს ძვირადღირებული ავტო და  ბურთულიანი  საწერკალმები წუთიერად დედამიწის ღრმა და ბნელი ადგილების შთაბეჭდილებას გვიტოვებს. დედამიწის შიდა ბირთვის ასოციაცია საოცრებების შთაბეჭდილებას ქმნის. ამ მისტიკური მოდელის შესაქმნელად Omas-მა თეთრი და ყვითელი ოქრო გამოიყენა. მეტალის მუქი ფერი, რომელიც შიგნიდან არის გამოყენებული აღნიშნავს დედანიწისშიდა, ბნელ ნაწილში მოგზაურობას. საბოლოდ კი, მთელ კალამზე არის გამოსახული გიგანტური ობობა, ხორცისმჭამელი მცენარეები და წყლის მხეცები. სწორედ ეს უცნაური შიშის დასაოცრებების ნარევი გამოარჩევს ამ კონკრეტულ მოდელს სხვა  კალმებისგან. 

 

8.  MARTE – Omas-ს  საწერი კალამი. 

ფასი:$43,000 

 MARTE  არის უნიკალური დიზაინის კალამი, რომელიც, რეალურად წარმოადგენს  მარსის რუკას. კლასიკური ვარდის ოქრო აღნიშნავს პლანეტის ვარდისფერ-წითლ ფონს. კალამზე ასევე წარმოდგენილია უდაბნოები,  მთები, კრატერები. ხოლო 4 ლალის თვალი წარმოადგენს ამერიკისა და რუსეთის  წამყვან კოსმოსის კვლევის ცენტრს. კალმის თავზე კი მოთვსებულია ორკარატიანი ბრილიანტები რომელიც პოლარული ყინულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიმოქცევაში  მხოლოდ  30 ასეთი კალამი არსებობს. ამიტომ, ის შესანიშნავია იმისთვის, რომ კოლექციონერებმა გაამდიდრონ თვიანთი კოლექცია.

 

7. Visconti - აკრძალული ქალაქი, HRH ავტოკალამი

ფასი: $50,500 

 

Visconti-ს ქსელი ცნობილია თავისი ხარისხით, სტილითა და კრეატიულობით.ეს გამორჩეული  Visconti-ს კალამი ასახავს აკრძალული ქალლაქის ისტორია. ის, რა თქმა უნდა, შეზღუდული გამოცემაა. დამზადებულია შავი ოქრთა და ბრილიანტებით. აქვს მელნის შევსების ინოვაციური მექანიზმი, რომელიც   Viscont-მა გამოიგონა.  ის   $50,500 დოლარად  იყიდება. 

6. Visconti- Alchemy, HRH საწერკალამი.

ფასი: $ 57,000

ეს უნიკალური მოდელი არის ხელნაკეთი. მას სხვებისგან  განსხვავებით  ორი წვერო აქვს. ორივე მათგანი დამზადებულია ოქროთი და ტოვებს სხვადასხვა ზომის კვალს, იმისათვის რომ შეესაბამებოდეს წერის ნებისმიერ სტილს. კალმის სხეული დამზადებულია  ძვირფასი, ძვირადღირებული ოქრო, ვერცხლით, ბრილიანტებითა  და  ლალის თვლებით. ერთი თავი მოპირკეთებულია ოქროთი, ხოლო მეორე ვერცხლით. ყველა ეს კომბინაცია კი ერთდ ქმნის კოსმოსურ რუკას ალქიმიური სიმბოლოებით- გასაოცარია!

 

5. Visconti - ჭავლი H.R.H ავტოკალამი

ფასი: $ 57,000

ეს არის Visconti-ს შექმნილი ავტოკალმების ერთ-ერთ თვალსაჩინო მოდელი, რომელიც   შეზღუდული გამოცემაა. დამზადებისას გამოყებული არის თეთრი ოქრო და ორი ტონის ბრილიანტები. კალამს გაჩნია რეზერუარის შევსების ორმაგი სისტემა და იყიდება მისი ორი ვარიაცია, თეთრი ოქროსა და შავი ფონით.

 

4. Omas Phoenix Platinum - ძვირადღირებული ავტოკალმები  

ფასი: $60,000 

ეს კალამი არის  ხელნაკეთობის ნამდვილი ნიმუში. დამზადებულია პლატინით და ყვითელი მინანქრით. ხოლო წვერო დამზადებული ოქროთი.

 3. La Modernista Diamonds – Caran d’Ache 

ფასი: $265,000

მოდერნისტული ბრილიანტები- ასე ქვია ამ შესანიშნავ საწერკალამს, რომელიც დაამზადა შვეიცარიულმა კომპანია Caran d’Ache. ის შექმნეს 1999 წელს გამოჩენილი მოდერნისტი არქიტექტორის, Antonio Gaudi-ს პატივსაცემად. ის იყიდებოდა სხვადასხვა ქალაქებში  265,000 დოლარად. ხოლო 2001 წელს გახდა გინესის მსოფლიო რეკორდების ყველაზე ძვირადღირებული საწერკალამი. მოდელი დამზადებულია ვერცხლის დაფარული მყარი ელემენტებით, აქვს ოქროს წვერო. მაზე არის  5.072 ბრილიანტი, რომელთა საერთ წონა  20 კარატია და ასევე, 96 ლალი, რომელიც 32 კარატს იწონის. კალამი ხელნაკეთია და ის Robert Perron-მა დაამზადა. იმისათვის რომ ეს შედევრი დაესრულებინა მას ექვსი თვე დასჭირდა.

 2. Mystery Masterpiece – Mont Blanc-სა და Van Cleef & Arpels-ს  შეზღუდული გამოცემა

ფასი: $730,000

აღსანიშნავია  ორი ცნობილი ბრენდის,  Montblanc-სა და Van Cleef & Arpels-ს, თანამშრომლობა ამ შესანიშნავი, შეზღუდული გამოცემის შედევრის შექმნაში. სამი ინდივიდუალური გამოცემა, რომელიც მოოჭვილია ლალით, საფირონითა და  ზურმუხტით ნამდვილი ხელოვნების  ნიმუშია.

ნამუშევარი ამ ძვირფასი ქვების დასმის უნიკალური ტექნიკით, რომელიც მას ექსტრავაგანტულ დიზაინს უქმნის, ნამდვილად განაცვიფრებს საზოგადოებას. უდაოდ, ფასიც თანაბარ-ექსტრავაგანტულია   730,000 დოლარი.  თუმცა  თითოეული მათგანი ნამდვილად იქნებოდა საუკუნის ნებისმიერი ბრენდის ისტორიის ღირსეული წარმომადგენელი.

 

 1.       Aurora Diamante- ავტოკალამი

ფასი:$1,470,600

Aurora Diamante დღეს  ყველაზე ძვირადღირებული  საწერკალამია. ის წელიწადში მხოლოდ ერთი იყიდება. Aurora Diamante შეიცავს 30 კარატემდე ბრილიანტს, რომელიც პლატინის რელიეფზეა დასმული.  Aurora Diamante არის ერთდერთი კალამი, რომელიც 30 კარატ ბრილიანტს შეიცავს.